პოლიტიკა

ლავროვმა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

24.06.19 16:20


საქართველო დასავლური გეოპოლიტიკური ინჟენერიის შედეგების მაგალითი გახდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის რეგიონალური არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

20 ივნისს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. იგი თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშიროსო ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება „ქვეყნის ღალატში“ დაადანაშაულა.

საქართველოს დედაქალაქში გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა.

„რა შედეგები უნდა გამოიწვიოს უცხოეთიდან მომდინარე რჩევებისა და კარნახის ბრმად მიღებამ, რასაც ცხადად აჩვენებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება. ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა (პეტრო) პოროშენკოს რეჟიმის დროს, მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, დაკარგა ინდუსტრიული ბაზა, განიცდის შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ შიდა კონფლიქტებსა და საზოგადოების გახლეჩვაზე სულიერი და ცივილური მიმართულებით“, - განაცხადა ლავროვმა.

დასავლელი პოლიტიკოსები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაწყდეს.

„კიდევ ერთი მაგალითი გეოპოლოტიკური ინჟენერიის შედეგების, რომლითაც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებული, ეს საქართველოა, სადაც დასავლელი კურატორები მზად არიან დახუჭონ თვალები ულტრანაციონალისტების გამოხდომებზე, რუსოფობიაზე, ოღონდაც გაწყვიტონ კავშირები ქართველ და რუს ხალხს შორის, გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია“, - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება უარს არ აცხადებს აშშ–ს მთავრობასთან დიალოგზე.

„ჩვენ საღად ვაფასებთ აშშ–სა და მისი ახლო მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე, ამასთან ჩვენ არავისგან არ ვდისტანცირდებით, იზოლაციაში არ ვართ, არ გავურბივართ დიალოგს იმ საკითხებზე, სადაც არის შესაძლებლობა მთელი კაცობრიობისთვის არსებული საფრთხეების დაძლევის მიზნით ერთობლივი ურთიერთშედეგიანი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.

თბილისში განვითარებული მოვლენები ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები