პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში მიდის

24.06.19 17:40


ქართველი დეპუტატები აპირებენ დაესწრონ მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდება, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ქართული დელეგაცია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ჩამოსვლას აპირებენ. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, - განუცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაიცვას ფორუმის ყველა მონაწილის უსფრთხოება, მათ შორის, ქართული დელეგაციის.




წყარო : /www.ghn.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები