პოლიტიკა

"უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს" - პოროშენკომ უკრაინელებს მოუწოდა, სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ

25.06.19 10:00


უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ევროპული სოლიდარობის პარტიის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ. პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო გრუზიასს ნაცვლად საქართველოდ მოიხსენიონ.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. საქართველოს მიმართ, რომელიც იბრძვის რულის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.

კრემლი, საქართველოს მიმართ იგივე მეთოდებს მიმართავს, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენა. ოფიციაურ მოსკოვს სურს ეკონომიკურად შეასუსტოს ქვეყანა, სწორედ ამიტომ, მან დაბლოკა ფრენები და ცდილობს ტურისტულ სფეროზე თავდასმით, დარტყმა მიაყენოს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ, უკრაინელები, არასდროს ვტოვებთ გასაჭირში ჩვენს მეგობრებს!

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უკრაინელ ხალხს, თუ გეგმვთ დასვენებას, აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართელოში.

ქართველი ხალხი გაგაოცებთ თავიანთი სტუმართომყვარეობით.

მივმართავ და მოვუწოდებ უკრაინის მთავრობასა და და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყონ საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის მოსაკრებლის ფასდაკლებები ავია-რეისებისთვის უკრაინა-საქართველო- უკრაინის მიმართულებით. ავიაკომპანიებს ამ შემთხვევაში შეეძლებათ ფასი დაწიონ ბილეთებზე.

და ბოლოს, ჩვენ არაერთი კონკულტაცია გვქონია ამ თემაზე და ახლა, დადგა დრო, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტომ დაიწყოს მოლაპარაკებები და ოფიციალურად შეცვალოს სახელწოდება Грузия - სახელწოდებით საქართველო. მნიშვნელოვანია, გვერდით დავუდგეთ ქვეყანას, რომელიც ჩვენს მსგავსად, წლებია იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გვერით დავუდგეთ საქართველოს! - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები