პოლიტიკა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

25.06.19 10:30


საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა. ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია წყნარდება და მმართველ პარტიას სურს შეასრულოს საპროტესტო აქციის მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები