პოლიტიკა

ეკა ბესელია - გახარია უნდა გადადგეს - 7 ნოემბერის დარბევის შემდეგ, ავადსახსენებელი სააკაშვილი ამიტომ თუ იმიტომ გადადგა

25.06.19 12:40


გახარიას პარლამენტში მოსვლა არ იქნება იოლი, ეს იქნება ყველაზე მძიმე ფონი, რაც ბუნებრივია, დახვდება მინისტრს და ალბათ, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ფონზე პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი მას დახვედრია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ქვეყანაში ძალიან მაღალია ემოციური და პოლიტიკური ტემპერატურის ფონი და პასუხისმგებლობის გააზრება აუცილებელია.

„მინდა ვნახო ქვეყანაში ძალოვანი მინისტრი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგრძნება. ის არგუმენტი, რომ მე არ ვიცი ცალკეულ შემთხვევაში რატომ ჩაიდინა გადაცდომა სპეცრაზმელმა, ან პოლიციელმა და მარტო იმან აგოს პასუხი, ეს სისხლის სამართლის სფეროა, როდესაც კანონს აბიჯებს პოლიციელი, მაგრამ ბრძანების გამცემი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არის ძალიან გაბედული ნაბიჯი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მისი თქმით, გახარია უნდა გადადგეს. ეკა ბესელიას განმარტებით, 7 ნოემბერის დარბევის შემდეგ "ავადსახსენებელი სააკაშვილი ამიტომ თუ იმიტომ გადადგა".





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები