პოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება სააკაშვილის ძალების დამსახურებაა- ბურჯანაძე

25.06.19 13:00


რუსულ გაზეთ ,,Известия’’ -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის გაღვივება სააკაშვილის მიერ მართულ ჯგუფებს დააბრალა.

მისი აზრით, ხელისუფლების წინდაუხედაობის გამო რთული იქნება მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა იმ მინიმუმადე, რაც ერთი კვირის წინ არსებობდა ორ სახელმწიფოს შორის.

ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე აქციებისგან მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცდება სააკაშვილი, რადგან რუსოფობიური პოლიტიკა მისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 6949


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები