პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი - შს მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა

25.06.19 16:00


უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, მათიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა და ის არ უნდა გადადგეს.

„გიორგი გახარია არის შს მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ამ ყველაფერმა ქვეყანას აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც სურს „ნაცმოძრაობას“. ისინი ხელებს იფხანენ, ვერ სცილდებიან ამ იდეას, რომ ეს ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ იმ სისხლში, რომელსაც თვითონ ადუღებდნენ საქართველოში. ამას ვერ ეღირსებიან, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაზე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ბრალეულობა არ არსებობს,“ - აცხადებს მათიკაშვილი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები