პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილმა არაკორექტული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

25.06.19 17:45


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება მის განცხადებას რომ აქციის დროს “ასამდე პოლიციელი და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი დაშავდა, ისიც ჭყლეტაში”. ირაკლი სესიაშვილის თქმით, მის განცხადებას ზოგმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, თუმცა ბოდიში მაინც მოიხადა.

“დღეს განცხადებების დროს მე ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისუაბრე, რომ ასი პოლიციელი დაშავდა, ასევე, 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ სამწუხაროდ გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტურლად იქნა ნათქვამი, როდესაც მე ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და ამის გამო მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ 2 საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის, ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს.”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები