პოლიტიკა

ბახტაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს

26.06.19 11:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, 20-21 ივნისს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეკისრებათ.

ამის შესახებ ბახტაძემ "მოამბეში" ჩართვის დროს განაცხადა.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

„ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიძყო გამოძიებაამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის - ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამანეტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები