პოლიტიკა

ნიკა მელია - პარლამენტის პლენარულ სხდომას დავესწრები

26.06.19 11:45


მე არ დავესწრები კომიტეტების სხდომას, მე დავესწრები პლენარულ სხდომას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებიათ, სახელმწიფო ბრალდებას, მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ აქვს.

“რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას? ახლა ვუსმენდი პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც თხოვნით საუბრობს, რომ იქნებ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილოთო. ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით რომ გენერალური პროკურორია, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია~, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს დღეს საპარლამეტო უმრავლესობა, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „მტერს არ ვუსურვებ, მათ ადგილზე ყოფნას“.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები