პოლიტიკა

სოფო კილაძე: ჩვენი ოპონენტების უფლებები სრულად იქნება დაცული

26.06.19 12:40


„ჩვენი გუნდი არის გარანტი, რომ ამ პროცესში სრულად იქნება დაცული ჩვენი ოპონენტების უფლებები“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. კილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„თუ არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. მეორე მხრივ - მნიშვნელოვანია, ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით. არ ვიცი, ეს როგორ დასრულდება, მაგრამ ჩვენი გუნდი არის გარანტი, რომ ამ პროცესში სრულად იქნება დაცული ჩვენი ოპონენტების უფლებები. ის უფლებები, რომელიც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს კონსტიტუციით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები