საზოგადოება

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ

26.06.19 13:00


თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ავარია დილით, 03:45 საათზე დასახლება ფაზართან, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. მძიმე მდგომარეობაში, ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილთაგან ერთის ცხედარი რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის, ხოლო მეორე დაბა ფაზარის პროზექტურაში არის მოთავსებული.

ადგილზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები