ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ

27.06.19 11:45


„ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის” მიერ ქუთაისში საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღო.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ იქნება განკუთვნილი.

„ჩვენ ვაშენებთ “მწვანე ეკონომიკას”. “მწვანე ეკონომიკა” ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი” ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე, დაახლოებით, 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი.

პროექტი მსხვილი ჩინური კორპორაციის – „ჩანგანის” პარტნიორობით ხორციელდება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები