ეკონომიკა

ტალინიდან ბათუმში პირველი რეისი შესრულდა

27.06.19 13:20


ესტონეთის დედაქალაქიდან, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.

მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

"ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. ამ წუთებშიც, ტალინის ქუჩებში რეგიონის საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი იქცევს ესტონელების ყურადღებას. მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებია აჭარის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ვეწევით სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციასა და მეტი ევროპელი ტურისტის რეგიონში მოზიდვას ემსახურება. შედეგად სახეზეა ჩარტერები ევროპული ქვეყნებიდან. ჯერ გვაქვს ტალინი და მალე დაგვემატება ფრენები ვილნიუსიდანაც,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ჟურნალისტებთანს საუბრისას.

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები