ანალიტიკა
28.06.19 14:45
„კავკაზ პლიუსს“ რატომღაც ბრალად ედება, რომ „მიკერძოებულად“ წერს სომხეთსა და სომხებზე. მაგრამ ჩვენი გამოცემა სომხების ნაციონალიზმს ებრძვის, სომეხი ნაციონალისტების მიერ სეპარატიზმისა და ეთნიკური წმენდის მხარდაჭერას ებრძვის, მეზობელ სახელმწიფოთა მიმართ მათ დესტრუქციულ ქმედებებს ებრძვის. ეს ყველაფერი, სხვათა შორის, რაც თვითონ სომხებს ხდის უბედურებს. ჩვენ არაფერი გვაქვს სომეხი ხალხის საწინააღმდეგო და უფრო მეტიც, მოხარულნი ვართ, ამ ხალხის ღირსეული წარმომადგენლების მაგალითები გიჩვენოთ.
გაზეთ "ვერა-ესკომის" რედაქტორის მოადგილემ ვლადიმერ გრიგორიანმა, (ქ. სიკტივკარი, რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკა) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი თავისი Facebook- ის გვერდზე, სადაც რუსებსა და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა:
"პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობს ყოველდღიური რუსოფობია.
მოდით, ეს ფაქტი მივიღოთ, როგორც საკმაოდ გასაკვირი,იმის გათვალისწინებით რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების თანმიმდევრობა თითქმის ოცდაათი წელია გრძელდება. მე არ ვსაუბრობ იმაზე ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე. ჩვენ ვიცით, რომ სხვები ყოველთვის დამნაშავეები არიან.
მაგრამ ეს ხელს არ უშლის ქართველების უმრავლესობას კარგად მოექცნენ რუსებს და დამიჯერეთ, რომ საქმე არ არის იმ ფულში, რაც ტურისტებს მოაქვთ. თუ ეს ვერსია სწორი იყო, კარგი დამოკიდებულების იმიტირებას შეძლებდნენ ისინი, ვინც ფულს აკეთებენ ტურიზმიდან. მე ეს საეჭვოდ მიმაჩნია, მაგრამ შესაძლებლად. მაგრამ უფრო მეტად იქნებოდა იმათი ბრაზი, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ არც ეს არის საერთოდ.
ბევრის მსგავსად, მეც შეურაცხყოფილი ვარ იმით, თუ რა გადახდა თავს სერგეი გავრილოვის დელეგაციას, რომელიც, სხვათა შორის, ბაბუის საფლავის სანახავადაც ჩავიდა - გრიგორი ნესტეროვიჩ ლომთაძე.
ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ცილი დასწამეს და განაცხადეს, რომ სერგეი ანატოლიევიჩი აფხაზეთში იბრძოდა რუსეთის სპეცსამსახურების მითითებით.. ეს „ფეიკი“, განზრახ ჩააგდეს საინფორმაციო სივრცეში, განმარტავს ბევრ რამეს. ხალხს სწამს, რომ მათ გამოუგზავნეს ერთ-ერთი მათგანი, ვინც მათ ტანჯვაშია დამნაშავე.
შეგახსენებთ, რომ ამ ომში 200 ათასზე მეტი ქართველი გახდა ლტოლვილი, თითქმის ყველაფერი დაკარგეს, ეთნიკური წმენდის შედეგად დაიღუპნენ.. კონფლიქტის ყველა მხარემ განიცადა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ერმა იცის მხოლოდ საკუთარი ტანჯვის შესახებ. მე ავღწერ მომხდარის სურათს და არ ვცდილობ გავერკვე იმაში თუ, რა არის ჭეშმარიტება. უფრო მეტიც, რომ სიმართლე არ არის რა, არამედ ვინ.
არ ვიცი რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ამ სიტუაციაში. პასუხი შეიძლება იყოს ჭკვიანური და შეიძლება იყოს სულელური, ნებისმიერ შემთხვევაში მე არ შემიძლია გავლენა მოვახდინო ამ არჩევანზე. პირადად ჩემზე საუბრისას, მე ქართველებს ვიღებ ისე, როგორიც ისინი არიან, მათი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეებით. არა იმათ ვინც დგას საძაგელი პლაკატებითა და საძაგელ სიტყვებს ამბობს, არამედ ამ ერს. არავის ვთავაზობ მორალურ საგმირო საქმის შესრულებას, შეუყვარდეს მტრები და ა.შ. სულ რაღაც გთხოვთ, რომ მოეპყროთ ქართველებს ისე, როგორც ისინი გვეპყრობიან ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს“.
ვლადიმირ გრიგორიანის სიმამაცე და პრინცულობას პატივი უნდა მივაგოთ. სომეხი ნაციონალისტები, ქართველებთან და საქართველოსთან "მეგობრობაზე", როგორც წესი, საუბრობენ მაშინ, როდესაც მათ საქართველოსგან რაიმე სჭირდებათ. საკუთარ სივრცეში და რუსებს შორის კი, პროპაგანდირებას უწევენ ველურ ქართულ ფობიას. და ისეთი გამონაკლისები, როგორიცაა ვლადიმირ გრიგორიანი აღიქმება უაღრესად ნათელ მოვლენად, რომელიც მინდა ყოველდღიური გახდეს.
ასევე ერთ-ერთ Facebook დისკუსიაში ვლადიმირ გრიგორიანმა აღნიშნა, თუ როგორ მოახდევინა ბოდიში თავის ქალიშვილ აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის, რომლებსაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ეს მართლაც ღირსეული ადამიანის საქციელია, რომელიც ზრუნავს თავისი შვილის მომავალზე. სწორედ ხომ სომეხი ახალგაზრდები უნდა გაიზარდონ აგრესიული ნაციონალიზმისგან თავისუფალ ატმოსფეროში.
რჩება ის , რომ დავიტოვოთ იმედი იმისა, რომ ვლადიმირ გრიგორიანი, ისევე როგორც სხვა სომხები, გაგებით მოეკიდებიან აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილს, ყარაბაღიდან 1 მილიონ აზერბაიჯანელებისა და სომხეთის სსრ-დან 200 ათას აზერბაიჯანელის ტრაგედიას, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან გამოაძევეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ხალხებს შორის შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა.
KavkazPlus
წაკითხულია : 739
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23