საზოგადოება

„ქალთა უფლებები": საქართველოში 2016 წელს გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს

28.07.16 19:15


საქართველოში 2016 წლის დასაწყისიდან გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს, განაცხადა პრესკონფერენციაზე მოძრაობა „ქალთა უფლებების“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ.

მოძრაობის წევრები გიორგი მღებრიშვილთან შეხვდრას ითხოვენ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ.

სამართლებრივ საკითხებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტის ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც შეისწავლის და გააანალიზებს ოჯახური ძალადობისა დაქალთა მკვლელობის ფაქტებს.

ლომჯარიას აზრით, აუცილებელია ყველა იმ პოლიციელის დასჯა, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს, ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, არ იყენებენ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 19 ქალი დაიღუპა, საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობა გაამკაცრა — სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა ცალკე მუხლად გამოიტანა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1081


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები