საზოგადოება

დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

28.07.16 20:45


ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელიც მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე გუშინ იპოვეს, 24 ივლისს დაკარგული დავით მღებრიშვილი გამოდგა.

„დიახ, ის გუშინ ამოიცნო ოჯახის წევრმა. გამოძიების დასულებამდე მომხდარის მოტივები უცნობია“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" შსს-ის პრეს-სამსახურის თანამშრომელს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.
დავით მღებრიშვილი მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილის, ლიზა ყენიას შეყვარებული იყო.

„რატომ დამტოვა, ამიხსნას ვინმემ“, — დაწერა ლიზამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

დავით მღებრიშვილის მეგობრები ამბობენ, რომ მან გაუჩინარებამდე ყველა მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა გამოსათხოვარი სიტყვებით.

მეგობრებმა მას მესიჯები მიწერეს და დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ ძებნაში პოლიცია ჩაერთო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები