ეკონომიკა

"წლის ბოლომდე ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება"-ემზარ ჯგერენაია

28.07.16 21:05


ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას ვარაუდით, წლის ბოლომდე ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება.

როგორც ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის ხელოვნური გამყარება, რომელიც ცოტა ხნის წინათ მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ მისი ყიდვის პროპორცია დაბალი იყო.

„გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ეროვნული ბანკი ყოველდღე 24 მილიონ დოლარს ყიდულობდა. მაშინ ბანკს უფრო მეტი უნდა ეყიდა და არ უნდა მომხდარიყო ლარის გამყარება, რომელიც მოხდა. ეროვნულ ბანკს უნდა ეყიდა მეტი დოლარი და არ მოხდებოდა ლარის არასწორი გაუფასურება. ჩვენ გვძლია ემოციურმა ფონმა, როცა შეიცვალა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და შეიცვალა ლარის კურსი, მოქალაქეებს გაუჩნდათ ცრუ მოლოდინი, რომ ლარი გამყარდებოდა და ამაზე ააწყვეს თავისი ბიუჯეტი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ლარი ისევ დაეცა“, -განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების პროცესი ქვეყნის საგარეო ვალის გასტუმრების პერიოდს დაემთხვა, რაც, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ლარის უფრო მეტად გაუფასურებას გამოიწვევს. „ვალების გადახდა ქვეყანას 2013 წლიდან დაეკისრა და წინ გვაქვს კერძო კომპანიების მიერ დასაბრუნებელი 2 მილიარდამდე დოლარის გასტუმრება. წლის ბოლომდე მოგვიწევს ამ თანხის უკან დაბრუნება და საზოგადოებას სჭირდება პასუხი კითხვაზე, როცა ჩვენ გადავახურდავებთ 2 მილიარდამდე დოლარს, რა დაემართება ლარს. ეს ყველაზე დიდი კითხვაა და, ვფიქრობ, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები