ეკონომიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ბოდიში მოიხადა

28.07.16 21:55


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მანდილოსნებისადმი არაკორექტული გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მათ უფლებებს კვლავინდებურად დაიცავს.

ბოდიშის მოხდა კალაძეს მას შემდეგ მოუწია, რაც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება ქალების ჭორაობას შეადარა. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ უკვირს აღნიშნული განცხადება, რადგან ერთი თვის წინ პოლიციის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

ამ ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილს სურს გაიგოს, თუ რა კავშირი აქვს კახა კალაძეს კორცხელში მომხდარ ინციდენტტან, როდესაც შუალედური არჩევნების დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მიმართვაში ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაიცავს ქალების უფლებას.

„ყოველთვის ქალების გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია, ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას, არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!“, — წერს კალაძე.

ამ ეტაპზე გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები