ანალიტიკა

სეპარატისტი აღასი არაბიანი „სასნა ცერის“ ექსტრემისტებისგან ითხოვს მონაწილეობას ქართული ეკლესიების დასაპყრობად

08.07.19 16:15


სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ვერ იგებს იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენს ქვეყნისათვის აგრესიული სომხური ნაციონალიზმი და სეპარატიზმი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც დასახლებულია სომხების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩასახლდნენ აქ 1830 წელს, მაგრამ ამ ქართულ მიწას უწოდებენ „ძირძველ სომხურ ჯავახკს“.

მათ მითებს „ჯავახკის ძირძველ სომხობაზე“ ეწინააღმდეგება რეგიონში არსებული უძველესი ქართული ეკლესიები, სადაც სომხური არაფერია.

აქედან გამომდინარე, სომეხი ექსტრემისტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ეკლესიები დაიპყრონ, რათა მაქსიმალურად გააყალბონ და „გაასომხონ“ ის, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება - გაანადგურონ (რადგან, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ დანგრეულ იქნა ძველი ქართული ეკლესია ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორხში).

„ჯავახკის“ სეპარატისტები ღიად და საფუძვლიანად ემზადებიან ძალოვანი სცენარისათვის. ცოტა ხნის წინ, მაგალითად აშშ-ში გაიმართა მარათონი სომხურ დიასპორას შორის სახსრების შეგროვებისათვის „ჯავახკის“ მხარდაჭერის მიზნით, რომელიც ორგანიზებული იყო „ერთიანობის მოედანი“ მიერ. ტელემარათონის მიმდინარეობისას შეგროვდა საშუალებები ცენტრის სამცხე-ჯავახეთის" ცენტრში - ქალაქ ახალციხეში, "სპორტისა და კულტურის ცენტრის" ცენტრის დასაფუძნად, რომელიც, მათი თქმით, "სომხური და ქართველი ახალგაზრდების ქალაქის განვითარებასა და დასვენებას ემსახურება". სინამდვილეში, არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს იქნება შეიარაღებული სასწავლო ცენტრი.

ამ შიშებს, სამწუხაროდ, ამტკიცებს „ჯავახკის“ სომეხი ლიდერების განცხადებები, კერძოდ, სეპარატისტული ორგანიზაციის "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" ხელმძღვანელის აღასი არაბიანის.

აღასი არაბიანმა გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ახალციხის ერთ-ერთი ქართული ეკლესიის სურათები, რომელზეც სომხებს პრეტენზია აქვთ (https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1445702788917053&id=219890558164955) შემდეგი ტექსტით:

„აი ასე გამოიყურება დღეს სომხური ეკლესიის „სურბ ნშანის“ ეზო, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახალციხეში (სამცხე ჯავახეთის მხარე, საქართველო). ახალციხის სომხებს არ სცხვენიათ ასეთი რამის დანახვა და მოთმენა? ნუთუ ახალციხეში არ არის არც ერთი „ტასიბი“ სომეხი, რომელიც საქვეყნოდ გამოთქვამდა საკუთარ შეშფოთებას საყვარელი სურბ-ნშანის მიმართ? ნუ თუ, მსგავს „სულში ჩაფურთხებას“ მორწმუნე სომხების მიმართ ჩვენ უნდა ვახდენდეთ რეაგირებას რუსეთიდან, ან სხვა რომელიმე უცხოური დიასპორა?

სად არიან ადგილობრივი სომეხი მღვდლები?

სად იყურება სამცხე-ჯავახეთ-წალკას რეგიონის ვიკარი?

სად არიან ადგილობრივი სომეხი-დეპუტატები?

სად არის სომხური საზოგადოება?

გრცხვენოდეთ!

აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების სომხური ეკლესია „სურბ ნშანი“ (სურბ ვარდანანც) შედის ე.წ „სადავო“ ეკლესიების სიაში, რაზეც პრეტენზიას აცხადებს (უნდა მიითვისოს) ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

P.S. უსაფუძვლო განცხადებების ნაცვლად, რომლებსაც ავრცელებს „სასნა ცერის“ პარტიის სამდივნო (https://infoteka24.ru/2019/06/24/38631/).. და თუ ნამდვილად მათ გული ასე შესტკივათ და ასე ძალიან განიცდიან, მაშინ ჩავიდნენ ჯავახკში და ასეთივე შემართებით მოსთხოვონ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნოს სომხებს საკუთარი ისტორიული ძეგლები, სალოცავები და ეკლესიები...“

აღასი არაბიანი პირდაპირ მოუწოდებს სომეხ ექსტრემისტებს ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიპყრონ ქართული ეკლესიები. ამ მოწოდებების ფონზე გასაგები ხდება, თუ რისთვის სჭირდებათ სომეხ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს ახალციხეში „სპორტულ-კულტურული ცენტრი“. პასუხი ნათელია - რათა მოამზადონ ბოევიკები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში ასეთი მცდელობა უკვე იყო - მაშინ სომეხმა ექსტრემისტებმა სცადეს დაეპყროთ ქართული ტაძარი კუმურდო და ქართულ პოლიციას დაუშინეს ქვები. მაშინ ქართულმა ხელისუფლებამ არ მისცა ნება უკანონობას და ტაძარი დაიცვეს.

სიტუაცია იცვლება. სომეხი ექსტრემისტები, მათ შორის ისინი, ვინც სომხურ სპეცსამსახურებთანაა კავშირში უკვე ამარაგებენ საქართველოს.

ისინი მონაწილეობას იღებდნენ 20-21 ივნისის პარლამენტის შტურმის მცდელობაში. ერთ-ერთი მათგანი - პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამებრძოლი - სომხეთის მოქალაქე მინას მინასიანი -21 ივნისის ღამეს დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხვნით გაათავისუფლეს. ანუ, სომხური სპეცსამსახურები უკვე ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში.

ამასთანავე აღასი არაბიანის პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა სომეხმა ქალბატონმა - ვერონიკა არუთუნიანმა (Veronika Harutyunyan) - წერს აშკარად პროვოკაციულ ტექსტს იმაზე, თუ როგორი „ცუდები“ და „აგრესიულები“ არიან ქართველები ახალციხეში:

„80-იანი წლების ბოლოს ახალციხეში გაჩნდა კონფლიქტი ადგილობრივ სომხებსა და ქართველებს შორის. ქართველებმა განაცხადეს, რომ ეს ეკლესია ქართულია. საბჭოთა ხელისიფლების წლებში ეკლესია დაკეტილი იყო და გამოიყენებოდა ქვანახშირის შენახვისთვის. კონფლიქტი იმდენად მწვავე იყო, რომ საშიში იყო გარეთ გასვლა. გაბრაზებული ქართველები შავი სახვევებით თავზე, ხმამაღალი ყვირილით ქალაქში დარბოდნენ. „დავა“ ჩაახშეს ვიღაცა ჩინოვნიკების მოსვლის შემდეგ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ეკლესია ყველასთვის ღია იყო... მაგრამ მსახურება მასში ჯერაც არ მიმდინარეობს. 90-იანების დასაწყისში ქალაქის ცენტრში ააშენეს ქართული ეკლესია (ქართველებისთვის)...“

სომეხი ნაციონალისტი აღშფოთებულია იმით, რომ ქართველებს სურთ ილოცონ საკუთარ ეკლესიაში ქართულ მიწაზე და აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ საჭიროა „აგრესიულ“ ქართველებს წინააღმდეგობა გაუწიო.

ამ ბოევიკ ექსტრემისტებს სეპარატისტი აღასი მურადიანი ეძახის სომხეთის რესპუბლიკიდან და როგორც ჩანს - ერთი ახალციხეთი და სამცხე ჯავახეთის რეგიონით საქმე არ შემოიფარგლება.

შეგახსენებთ, რომ სომხები საქართველოში პრეტენზიას აცხადებენ 465 ტაძარზე, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის ყველა რეგიონში და თუ ამ ეკლესიების დასაპყრობად სომეხი ექსტრემისტები იქნებიან მოწოდებულნი - საქართველოში ქაოსი დაიწყება.




KavkazPlus

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები