პოლიტიკა

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

09.07.19 10:00


რუსეთის სახელმწიფო დუმა „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე დღეს იმსჯელებს, რომლის პროექტი დუმის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

დუმა რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას, განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ.

„არამეგობრული ქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, განიხილოს საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების მიზანშეწონილობა, რომელიც ფედერალური კანონით არის გათვალისწინებული და წარუდგინოს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე პროექტით, დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომები მიდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ“ .

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები