საზოგადოება

ანტისაოკუპაციო აქციიდან ავტომობილი და აპარატურა დაიკარგა - რას აცხადებენ შსს-ში

09.07.19 10:15


ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების განცხადებით პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი და ტექნიკა იყო განთავსებული გაუჩინარდა. აქციის ორგანიზატორები მომხდარში პოლიციას ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი აქციისთვის ხელშეშლის მიზნით ხდებოდა.

ტაბულას რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ავტომობილი და მასზე განთავსებული აპარატურის ნაწილი ტაბულას კუთვნილებაა, ასევე ტაბულას თანამშრომელია მძღოლიც.

„პარლამენტთან ვდგავართ.

ტაბულას მძღოლი, ტაბულას აპარატურა და აქციის აპარატურა გატაცებულია, მანქანიანად და ამ დრომდე ვერ ვპოულობთ - იურისტები რეკავენ შსს - ში და აქ არ გვყავსო, იძახიან. აქციაზე პატრული ბოდავს, რომ საბარგულში აპარატურა ედო და ეგ სამართალდარღვევააო.

უკვე ყველა შესაბამისი საელჩო ინფორმირებულია მძღოლის გატაცებაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლაე (სავარაუდოდ დინამიკების გამოა გატაცებული).

თქვენ აზრზე არ ხართ, რამხელა შეცდომა დაუშვით!

p.s. ახლა იგონებენ რომ რაღაც დარღვევაზეა გამოკითხვაზე (ეს არის ტყუილი), ოღონდ არ ამბობენ სად არის რომ ადვოკატმა მიაკითხოს.

ოჯახს გავაგებინეთო - ადვოკატს უთხრეს, ოჯახში დავრეკეთ - აზრზე არ არიან.

რაც მთავარია, მანქანაში უზის ევროპული საქართველოს თანამშრომელი, რომელსაც ასევე ვერ ვპოულობთ. დარღვევა თუ მძღოლმა ჩაიდინა (აბსურდია), მგზავრი რა შუაშია? ის სად ყავთ?“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი „ტაბულას“ პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

1tv.ge-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე არის გადაყვანილი. მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები