საზოგადოება

მარნეულში პირველი სოციალური სახლი გაიხსნა

29.07.16 15:05


საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ "Emmaus Georgia" მარნეულში პირველი სოციალური სახლი გახსნა. ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.

საქველმოქმედო ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ასევე ენის შემსწავლელ უფასო კურსებს.

"Emmaus Georgia" მოსახლეობას ქველმოქმედების საშუალებას აძლევს. სოციალურ სახლში თავს იყრის მოსახლეობის მიერ შემოწირული სხვადასხვა ნივთი: ავეჯი, ტანსაცმელი, წიგნები.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლობას და ორგანიზაციის სატვირთო ავტომობილებით შეძლებენ ნივთების სოციალურ სახლში განთავსებას.

სოციალურ სახლში აგრეთვე იგეგმება ხელსაქმის შემსწავლელი უფასო კურსების გაკეთება, ასევე საჭიროების მქონე მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა.

"Emmaus Georgia" ბიზნესის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს მოუწოდებს ჩაერთონ ქველმოქმედებაში და ხელი შეუწყონ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.

საბანკო კოდი- TBCBGE 22

მიმღების დასახელება- ემაუს საქართველო

ანგარიშის ნომერი GE80TB7343536080100006

"დაგვეხმარეთ, რომ დავეხმაროთ" — ნათქვამია ორგანიზაციის შეტყობინებაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1018


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები