პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში

10.07.19 10:15


ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არის კარგი და მისასალმებელი; ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ხალხთაშორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ძალიან პრინციპული საკითხი და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

„რაც შეეხება კვირას საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მით უმეტეს მიუღებელია ეს ჩვენი ერისთვის, ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურითა და ფასეულობებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე.საქართველოს წინაშე არის ძალიან მტკივნეული გამოწვევები და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით. სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზება. ეს არ შეიძლება.

აქედან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ეს კარგად გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, საქართველო აქციოს აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები