საზოგადოება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს – არიან დაშავებულები

10.07.19 11:45


ვარკეთილში, სამხედრო დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

​როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

​უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები