პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთის მხრიდან ვერანაირი განცხადებები რეალობასა და საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლის

10.07.19 17:15


„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერანაირი განცხადებები რეალობას ვერ შეცვლის და ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც ამბობს, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი. მისივე თქმით, უკანონო ოკუპაცია დასრულდება, ამისათვის კი, თალაკვაძის განცხადებით, ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, უსაფრთხოების განმტკიცება და პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობაა საჭირო.

​”ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებით არის პრინციპული – ეს ოკუპაცია არის უკანონო და ერთ დღეს ის აუცილებლად დასრულდება. ამისთვის გვჭირდება ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, უსაფრთხოების განმტკიცება და ჩვენს პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობა. ვხედავ, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აქვს განსხვავებული მოსაზრებები, როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და როგორ განვითარდეს საქართველო მომავალში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მათ წარმოდგენებს სრულიად საპირისპირო შედეგები მოჰყვება ხოლმე, როდესაც ისინი ღიად იწყებენ ამ მოქმედებების განხორციელებას“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები