ეკონომიკა

ქართველი მეღვინე: რუსეთის ბაზრის დაკარგვა დააზარალებს საქართველოს მეღვინეობას

10.07.19 17:45


შპს „გრუზვინპრომის“ დირექტორი მამუკა ფოთოლაშვილი ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვით, ქართულ მეღვინეობას დიდი ზარალი მიადგება.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველაზე მეტად ქართულ სახელმწიფოს აზარალებს.

„განცხადების ავტორი (ნიკა გვარამია) საერთოდ აზრზე არ არის ამ სისტემის და მეღვინეობის დარგში რა ხდება. ის ფიქრობს, რომ მან იცის, სად არის კარგი ბაზარი და სად არა, და ეს ჩვენ არ ვიცით? მისი ამ განცხადებებით, ყველაზე მეტად დაზარალდება ქართული სახელმწიფო, შემდეგ მშრომელი გლეხი და უკვე მეღვინეობის დარგი, რომელიც ამჟამად საკმაოდ განვითარებულია“, - აღნიშნა მამუკა ფოთოლაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები