პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში

11.07.19 10:00


შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველო მზად გახლავთ ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღესდღეობით საქართველოს ბევრი აქვს ევროპისთვის შესათავაზებელი.

“საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მარტივი საკითხი პოლიტიკური მორგებულობის, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. ისტორიულად ვიბრძოდით საერთო ღირებულებებისთვის და საქართველო არასდროს იყო ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის წინა ხაზზე იყო ღირებულებების ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა.

დღესდღეობით საქართველოს ბევრი აქვს ევროპისთვის შემოსათავაზებელი კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილების გარდა, რომელშიც საქართველოს უკვე წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველო მზად გახლავთ ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საერთო ღირებულებები, რომლებიც უმთავრესი გახლავთ უფრო ძლიერი ევროპისთვის“,- განაცხადა ბახტაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები