ეკონომიკა
11.07.19 10:45
საქართველოში 8-10 ივლისს, კორეის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტი შეჯერდა.
2 დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს.
მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 2 ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 4 ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 ერთეული მგზავრი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 7,185 ერთეული ვიზიტორი, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.8%-ით მეტია (5,536 ერთეული ვიზიტორი). რაც შეეხება სრულ 2018 წელს, აღნიშნულ პერიოდში შემოსულ იქნა 13,278 ერთეული ვიზიტორი, რაც 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია (6,257 ერთეული ვიზიტორი).
ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა
18:0010.12.19
-
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
17:4010.12.19
-
ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა
17:2010.12.19
-
17:0010.12.19
-
ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა
16:4010.12.19
-
16:2010.12.19
-
16:0010.12.19
-
ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი პარტიიდან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან
15:4010.12.19
-
ივანე მაჭავარიანი - 2020 წელს მილიონზე მეტ ჩვენ მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან
15:2010.12.19
-
თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები 100 ლარით გაიზრდება
15:0010.12.19
-
სოფიო კილაძე: ძალადობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მის საგარეო იმიჯს აზიანებს
14:4010.12.19
-
ევროპის საბჭოს პროექტების მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევრო ნებაყოფლობით შეიტანა
14:2010.12.19
-
მაია ცქიტიშვილი - რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა
14:0010.12.19
-
ირაკლი ქარსელაძე: 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
13:4010.12.19
-
მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა
13:2010.12.19
-
ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში კაცი დააკავეს
13:0010.12.19
-
10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა
12:4010.12.19
-
12:2010.12.19
-
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ
12:0010.12.19
-
აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
11:4510.12.19
-
ზურაბ პატარიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული პროექტი აკავშირებთ
11:3010.12.19
-
აბაშიძე რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნაზე: ასეთი ცენტრი არ იხსნება
11:1510.12.19
-
11:0010.12.19
-
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
10:4510.12.19
-
რუსმა სამხედროებმა კასპთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
10:3010.12.19
-
ნაცისტი ზატულინი იცავს ნაცისტ ნჟდეს, თავს იჩენს სომეხი ნაციონალისტების წინაშე
10:1510.12.19
-
ნინო ბურჯანაძე - ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება
10:0010.12.19
-
მამუკა მდინარაძე - გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება
18:0009.12.19
-
17:4009.12.19
-
ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად
17:2009.12.19
-
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, როგორც ომის დეტონატორი
17:0009.12.19
-
16:4009.12.19
-
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
16:2009.12.19
-
გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები
16:0009.12.19
-
15:4009.12.19
-
შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
15:2009.12.19