პოლიტიკა

ზურაბიშვილი: საჭიროა საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

11.07.19 15:00


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღმა საქართველოს ეკონომიკისთვის საჭიროა ეკონომიკურიინტეგრაციის გაღრმავება, რათა უფრო მეტად მჭიდროდ დაუკავშირდეთ ევროპას.

"მე ვხედავ სამ გზას: ამისათვის, მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკებში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, რეგიონალურ განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან ჩვენი ცალმხრივი საგზაო რუკის შესაბამისად.

ჩვენ ასევე გვჭირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება,რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ჩვენს ღირსებებზე და მიღწევებზეიქნება დაფუძნებული.

ახლა საჭიროა ბოლო და ყველაზე რთული რეფორმების ტალღის მხარდაჭერა, როგორც ცნობილია ყველა ქვეყანამ ევროკავშირში წევრობამდე ეს გზა განვლო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ასევე გვჭირდება საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ და რეგულირება მოვახდინოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებთან.

"ამის ფილოსოფია არის ის, რომ არასატარიფო ბარიერები მოიხსნას და ჩვენი ეკონომიკის ევროპის ეკონომიკასთან სტრუქტურულად ინტეგრირება მოხდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები