პოლიტიკა

ჯანეზაშვილი და დოლიძე უზენაესის მოსამართლეთა კონკურსის შეწყვეტას ითხოვენ

11.07.19 15:45


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებას ითხოვენ.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, შერჩევის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და ერთადერთი გამოსავალი კონკურსის შეწყვეტა და მისი ხელახლა გამოხადებაა მხოლოდ მოსამართლეთა კრიტიკულად საჭირო რაოდენობაზე:

“მე და ანა დოლიძე ვითხოვთ, რომ ეს კონკურსი უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოიკვეთა ძალიან სერიოზული დარღვევები და გამოსავალი არ დაგვრჩა.

ამიტომ, არის ჩვენი მოთხოვნა ასეთი რადიკალური. სხვადასხვა ეტაპზე მოვუწოდებდით საბჭოს გაეთვალისწინებინათ ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ მათ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად მივედით იქ რომ საბოლოოდ პროცესი არის ძალიან დაზარალებული,” – ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ბიულეტენებში ბევრი დამთხვევები იყო, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს აფიქრებინებთ, რომ საბჭოს დანარჩენი წევრები კანდიდატებზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. გარდა ამისა, საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ იუსტიციის საბჭომ კანდიდატებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოთხოვნის შესაბამისად არ გასცა:

“პირველი ეს გახლავთ ის, რომ, სავარაუდოდ ,წინასწარ იყვნენ შეთანხმბული კანდიდატებზე. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამთხვევებია 10 ბიულეტენში, რომლის საფუძველზეც მოხდა არჩევა იმ 50 კანდიდატთან, რომელთანაც უნდა გაიმართოს გასაუბრება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საბჭომ თქვა უარი. თუნდაც გასცეს ახლა ეს ინფორმაცია უკვე კანონი არის დარღვეული 10 დღიანი ვადები უკვე დიდი ხანია გასულია და საბჭომ ეს ნება უკვე გამოხატა რომ უარი ეთქვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციები გაეცა, რომელიც კანდიდატების მიერ შემოტანილ განაცხადებს და მათ მიერ შემოტანილ დოკუმენტაციას უკავშირდება” – ამბობს ჯანეზაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტის საფუძვლად ხედავენ, კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტია:

“მესამე საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამოიკვეთა არაერთ კანდიდატთან მიმართებით. მაგალითად, თამარ ონიანი, რომელმაც თავის მაზლის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.

მისი მაზლია ზურაბ აზნაურაშვილი და ის 50 კაციან სიაში უკვე მოხვდა და თუ ამას დავუკავშირებთ იმას, რომ წინასწარ იყო ბიულეტინებზე გარიგება, ესაც ამ გარიგების ნაწილად შეიძლება იქნას მიჩნეული. ასევე, ირაკლი შენგელია მონაწილეობდა თავისი ცოლის ძმის კენჭისყრაში, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

აცილების საკითხი არც მას დაუყენებია და თევზაძეც მოხვდა 50 კაციან სიაში. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მასტან დაკავშირებით ბევრი დაღვევაა. ერთ-ერთი ისაა, რომ პროცედურული დარღვევებით დარეგისტრირდა კანდიდატად და ეს პრობლემები საკმაოდ ნიშანდობლივია. ასევე მას უავშირდება რომ ის მდივნად მუშაობას განაგრძობს და ხელმძღვანელობს იმ აპარატს, რომელიც ინფორმაციას იძიებს მათ შორის მიქაუტაძეზეც. ასევე, მიქაუტაძის უარია მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ვინაიდან ის არის აპარატის უფროსი და მის გარეშე ინფორმაციას უბრალოდ ვერავინ გასცემდა,” – აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

გამომდიანრე აქედან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი დარღვევების ფონზე პროცესი სამართლიანად ვეღარ წარიმართება და კონკურსის გაუქმების საჭიროებას ხედავს:

“ეს ისეთი დარღვევებია, რომ უკან ვეღარ დავაბრუნებთ დროს და ვერც გამოსწორდება. ამიტომ, გამოსავალია რომ შეწყდეს და გამოცხადდეს კონკურსი იმდენ ვაკანსიაზე, რამდენიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეისათვის უზენაეს სასამართლოში. დღეს უზენაეს სასამართლოს ყველაზე მეტად სჭირდება სისხის სამართლის მოსამართლეები, ვინაიდან სამოქალქაქო სამართლის მიმართულებით პრობლემა ნაკლებია. ამ მხრივ მოსამართლეები ჩვენ გვყავს ორი სრული შემადგენლობა, კოლეგია მუშაობს. ყველაზე მეტად გვჭირდება 5-6 მოსამართლე,

გამოცხადდეს სპეციალიზაციის მიხედვით ამ რაოდენობის მოსამართლეებზე, დროულად ჩავატაროთ კონკურსი საერთოდ არ დაგვჭირდება 50-100 კანდიდატთან გასაუბრება. ჩავატაროთ ღირსეული კონკურსი, როგორიც ეკადრება ამ ქვეყანას და სჭირდება უზენაეს სასამართლოს. წინაარმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რომ უზენაეს სასამართლოსი მოხვდებიან ან პოლიტიკურად აფილირებული კანდიდატები ან ჩინჩალაძის ხალხი. როგორც მე ამ სიაში ვხედავ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ამიტომ, არცერთი ეს არჩევანი არ არის მისარები ჩვენი ქვეყნისთვის, სამართლიანობისთვის და იმ პრინციპებისთვის,რისთვისაც ჩვენ აქ ვმუშაობთ. ამიტომ, გამოსავალს კონკურსის შეწყვეტაში ვხედავთ,” – ამბობს ჯანეზაშვილი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები