პოლიტიკა

თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, რუსული ბაზების წასვლის თვითმხილველნი გავხდებით – ზურაბიშვილი

11.07.19 16:30


თუ არ დავუშვებთ შეცდომებს, თუ ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ავიცილებთ, ყველა ერთად ვიქნებით რუსული სამხედრო ბაზების წასვლის თვითმხილველნი, გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“2005 წელს, მე აქ ბათუმში ვიმყოფებოდი, რუსული აღჭურვილობით პირველი გემის გასვლას ვუყურებდი, მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ დავუშვებთ შეცდომებს, თუ ყველა ერთობლივად ჩავერთვებით, თუ ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ავიცილებთ, ყველა ერთად ვიქნებით რუსული სამხედრო ბაზების წასვლის თვითმხილველნი, გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები