პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" პროპორციულ არჩევნებზე კანონპროექტს არსებული სახით დაუჭერს მხარს

11.07.19 17:15


"ევროპული საქართველო" პროპორციულ არჩევნებზე კანონპროექტს არსებული სახით დაუჭერს მხარს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, საუბარია უმრავლესობის მეირ მომზადებულ კანონპროექტზე.

მისი თქმით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის საზოგადოების და იმ ახალგაზრდების გამარჯვება, ვინც 21 დღეა ქუჩაში დგას, ასევე, იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას პროპორციულსისტემაზე გადასვლის შესახებ.

"მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით; მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციებზე, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ევროპული საქართველო უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას და ამიტომ, საპარლამენტო კენჭისყრის დროს, წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება ევროპული საქართველოს წევრი დეპუტატებისგან... ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, ყველა იმ ადამიანის, ვისაც უნდა, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და ნორმალური არჩევნები. ჩვენ, პარტიული ინტერესის გამო არანაირი უფლება არ გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების წარმატება და მიღწევა", - განაცხადა ბაქრაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები