პოლიტიკა

გახარიას პოზიცა - 26 მაისი სადამსჯელო ღონისძიება იყო, 20 ივნისი - მოგერიება

12.07.19 10:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 2011 წლის 26 მაისსა და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედარება არარელევანტურია.

“ჩემი შეფასებით, ის (26 მაისი) იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი დ აღარ გავაგრძელებ მე ახლა აქ არარელევანტურ შედარებას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს, როდესაც პირდაპირ ეთერში ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხედავდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს ატარებთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა. ეს იყო მოგერიების ღონისძიება შტურმის სახელმწიფოს ინსტიტუტის, მოქალაქეების, პოლიციელების სიცოცხლის დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით"- განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები