პოლიტიკა
12.07.19 10:45
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების მონაწილე ახალგაზრდებთან “მათთვის საინტერესო საკითხებზე” საუბრის პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, რას ეტყვის მინისტრი დემონსტრანტებს, გახარიამ ასეთი პასუხი გასცა:
პირველ რიგში, იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რას ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ და გავათვიცნობიეროთ ერთი რამ: უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაშინ როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე… არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი… როდესაც თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს.
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თითოეულ ამ ახალგაზრდას თუნდაც სტუდიაში რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას, მათ წარმომადგენლებს და ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავს დღეს, ასევე იზრუნებს ხვალ. მაგრამ როგორც კი, არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის და პოლიციაზე შეტევის ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უნდ ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, პოლიცია, ვალდებულია, იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებმა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ”, – თქვა მან.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ, გახარიამ ტელევიზიის შენობა ალტერნატიული გასასვლელით დატოვა. “მშიშარა, მშიშარა!” – ამ შეძახილებს სკანდირებდნენ “ტვ პირველის” სტუდიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები.
გადაცემის მსვლელობისას გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს აქციის ძალისმიერი დაშლის ბრძანება თავად გასცა. მისივე ვერსიით, აქციის მონაწილეები პროცესის დაწყებამდე 4-ჯერ გააფრთხილეს, ძალის გამოყენება კი ლეგიტიმური და პროპორციული იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24