პოლიტიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალი პროექტის ფარგლებში გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გაუზიარებს

12.07.19 12:00


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული პროექტი დაიწყო, რომელიც საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსიის რესპუბლიკების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აუდიტორული უწყებების შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტების (IშშAIს) აუდიტის პრაქტიკის შესაბამისად.

მათივე ცნობით, პროექტის მონაწილე უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის გაფორმდა მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებას, ერთობლივი პარალელური აუდიტებისა და ანალიტიკური აქტივობების განხორციელებას. მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისში მოაწერეს ხელი საქართველოს, უკრაინის და აზერბაიჯანის გენერალურმა აუდიტორებმა და ბელორუსის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა. პროექტის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ), გერმანიის საელჩოს, პროექტის მონაწილე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება 2030-ის დღის წესრიგის შედეგების მონიტორინგისათვის" პროექტი 2020 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. პროექტი გერმანიის მთავრობის „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდი საჯარო ადმინისტრაციის რეფორმებისათვის“ ფარგლებში ფინანსდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები