პოლიტიკა

"ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

12.07.19 13:00


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ 20 ივნისს ელჩი პარლამენტში არ ყოფილა და ის დილიდან თბილისში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.

საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ დღეს, დილით, ფაქტობრივად უარყო შინაგან სამეთა მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადება,რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის ღამეს ის პროცესებს პარლამენტიდან, დიმლომატებთან ერთად აკვირდებოდა.

დღეს, დილით საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა: "ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ"

აღნიშნული განცხადებდან დაახლოებით ერთ საათში, საგარეო უწყებაში მედია კიდევ ერთხელ დაიბარეს, ამჯერად კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები