პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა - ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში

12.07.19 13:30


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ ფიშერთან, ასევე ესტონეთის და რუმინეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი გავლენა წევრ ქვეყნებზე და ის შედეგები, რომელსაც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია.

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. „ბათუმის კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც შინაარსობრივად, ასევე ყველა იმ სტუმრის გათვალისწინებით, რომელიც ამ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მათი მხარდაჭერა ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები