საზოგადოება

ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტები ეწვივნენ

12.07.19 14:15


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და სათხილამურო ფედერაციის მოწვევით, ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი, ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, ბაკურიანში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე იმ სატესტო შეჯიბრების შესახებ, რომელიც ჩემპიონატს უკავშირდება. ექპსერტთა ჯგუფის ჩართულობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანების უშუალო შემადგენლობით, რომლებიც ჩართულნი არიან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაში.

ევროპელმა ექსპერტებმა ბაკურიანში შეამოწმეს, როგორც სათხილამურო გზები ასევე დაგეგმილი პროექტები. პრაქტიკული მუშაობის შემდეგ ქართულმა მხარემ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციას სამუშაო ანგარიში წარუდგინა, ხოლო ექპსერტების მიერ მოხდა საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

2020 წლის ზამთარში კი დაგეგმილია მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება თბილისში, არეალსისა და ბიგ აირის სახეობებში.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები