პოლიტიკა

ნიკა მელია - გახარია აღარ არის შს მინისტრი

12.07.19 15:15


ჩვენ ვიხილეთ ერთი დამფრთხალი, უპასუხისმგებლო, შეშინებული ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით კვლავ იკავებს შს მინისტრის თანამდებობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუშინდელი ინტერვიუ არის ერთგვარი აღიარება, რომლითაც კიდევ ერთხელ დგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებითვე, გახარიას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც საზოგადოებაში და არც სამართალდამცავ უწყებაში, რომელიც „პირადი დაცვის სამსახურად იქცა“.

“ჩვენ ვიხილეთ ერთი დამფრთხალი, უპასუხისმგებლო, შეშინებული ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით კვლავ იკავებს შს მინისტრის თანამდებობას. ის ფორმალურად იკავებს თანამდებობას, ვინაიდან გახარია აღარ არის შს მინისტრი. კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 71% ითხოვს გახარიას გადაყენებას და როგორ შეიძლება ის ითვლებოდეს მინისტრად? - მან დაკარგა ლეგიტიმაცია. შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის გადადგომასაც კი არ ითხოვდა ამ რაოდენობის ხალხი 2003 წელს. გახარიას არაფერი დარჩენია გარდა ამ კადნიერების, უტიფრობის, რომელიც გულისხმობს შეტევაზე გადმოსვლას. 99,9% ამ ადამიანმა ტყუილი ილაპარაკა. თურმე შვიდი საათი განმავლობაში მიდიოდა პარლამენტის შენობის შტურმის აღება, ამის თქმასაც ხომ გამბედაობა სჭირდება? არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ამ შტურმის დაწყების და ჩვენ ეს ვიხილეთ იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც უწყვეტად გავავრცელე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები