პოლიტიკა

"აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი, მართლა ასე იყო" - ადა მარშანია პუტინის განცხადებას იმეორებს

12.07.19 17:30


"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება შეაფასა სადაც ოკუპამტი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართველების მიერ აფხაზების გენოციდზე ისაუბრა.

ადა მარშანია პუტინის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ ამას ქართველების მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.

ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი რუს კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საუბარს გეგმავენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები