პოლიტიკა
12.07.19 18:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინა ფრუიძესთან ერთად ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რიჰარდ კოლს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები არიან და მათი თანადგომა ამ პროცესში აქტიურად გაგრძელდება.
მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს ყურადღება. შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველო, ლატვია და სხვა პარტნიორი ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ჩვენი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში უხეში ფორმით დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება აწუხებს ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის, ლატვიას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს – უკრაინასა და რამდენიმე სხვა ქვეყანას. მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ევროსაბჭოს რეპუტაცია ბოლომდე არ განადგურდეს ბოლო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელია თავად ევროსაბჭოსთვის.
შესაბამისად, სექტემბერში გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა ევროსაბჭოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვაგრძელებთ ევროსაბჭოსთან ურთიერთობას ამ მოვლენების განვითარების შემდგომ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24