პოლიტიკა

ახალი კვლევით საქართველოს მიმართ უარყოფითად რუსების მხოლოდ 8%-ია განწყობილი

12.07.19 18:30


რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) საქართველოს მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 37 – კარგად, 8% კი – ცუდად. აღნიშნულ ინფორმაციას mk.ru “საზოგადოებრივი აზრის ფონდის” (ФОМ) მიერ მომზადებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული კვლევა 6-7 ივლისს ჩატარდა, მას შემდეც, რაც რუსეთის ხელისუფლებამ “საქართველოში არსებულ რუსოფობიურ განწყობებზე” დაიწყო საუბარი და ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესების თაობაზე გააკეთა განცხადება.

კვლევის თანახმად, მიზეზებს შორის, რატომ ჰქონდათ დადებითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რუსეთის მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია და მათ კარგად ეპყრობიან (9%), ასევე აღნიშნავდნენ, რომ მოსწონთ საქართველო და ცუდად განწყობის მიზეზი არ არსებობს (7%). ისინი კი, ვინც თქვეს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მიზეზად საქართველოს რუსეთის ფედერაციისადმი ცუდი დამოკიდებულება დაასახელეს და ამბობდნენ, რომ უბრალოდ ქვეყანა არ მოსწონთ.

ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ რუსულ-ქართული უერთიერთობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. 19 პროცენტი კი ვარაუდობს, რომ კარგი უერთიერთობები თბილისისთვის უფრო საჭიროა, 3% მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვისთვისაა ხელსაყრელი.

გამოკითხულების 5% მიიჩნევს, რომ მომავალ 5-10 წელში ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, საწინაამდეგოსი სჯერა 7-%-ს. 36 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები