საზოგადოება

ძარცვის ბრალდებით პორტუგალიაში სამი ქართველი დააკავეს

15.07.19 15:00


პორტუგალიაში სამართალდამცველებმა სამი ქართველი დააკავეს, ისინი სახლების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

 

როგორც პორტუგალიური მედია წერს, დაკავებულები პორტუგალიაში ხუთი თვის წინ ჩავიდნენ. ისინი პორტუგალიის პოლიციის ძალებმა პორტუში დააკავეს.

 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, დაკავებულები ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში საკეტების გახსნის ტექნიკას ასწავლიდნენ.

 

მედია წერს, რომ დაკავებულებს სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფებებთან აქვთ კავშირი.

 

წყარო: 1tv.ge

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები