პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ბაქოს ეწვევა

15.07.19 15:20


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, 15-16 ივლისს, ბაქოს ეწვევა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

 

შეხვედრები, ასევე, გაიმართება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოგტაი ასადოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან და მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

 

წყარო: ინტერპრესსნიუსი/IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები