პოლიტიკა

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15.07.19 16:00


პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 15 ივლისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსიდან“ აცნობეს. ერთობლივი პროექტი ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთის განთავსებას ითვალისწინებს. პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს. მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრენერები ჩაუტარებენ. პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა.

 

აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1-ლი ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. მსურველებს საშუალება აქვთ, შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე: www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05.

 

“გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი. საჭიროების შემთხვევაში ისინი ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები