საზოგადოება

ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2 ლარით ნაკლებია

15.07.19 16:40


„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2 ლარით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ცნობით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 188.1 ლარი; საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 166.6 ლარი;

 

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 315.5 ლარი; ამასთან, ივნისში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 266.5 ლარით განისაზღვრა, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 299.8 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის - 333.1 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 374.8 ლარი, ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 443 ლარი.

 

წყარო: ინტერპრესსნიუსი/IPN

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები