ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან კი, გაიზარდა

15.07.19 19:00


2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მილიონი აშშ დოლარი (398.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა – 34.78 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, წინა წლის ივნისთან შედარებით თანხის მოცულობა 11 პროცენტითაა შემცირებული.

 

19.3 მილიონი დოლარი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა (+23.99 პროცენტი), 17 მილიონი დოლარი – საბერძნეთიდან (+23.06 პროცენტი), 15.29 მილიონი დოლარი – აშშ-დან (+7.53 პროცენტი), 13.38 მილიონი დოლარი – ისრაელიდან (+0.67 პროცენტი).

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 25 პროცენტით გაიზარდა.

 

ამასთან, 2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

 

წყარო: 1tv.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები