საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგების ჯგუფი დაემატა

16.07.19 10:45


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

გეოლოგიური ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებას და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას. გეოლოგიური ჯგუფი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

 

„ადგილობრივი მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში მოხდება გეოლოგების ადგილზე გასვლა და ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მოადგილესთან ერთად ქუთაისის რეგიონული სამსახურის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები