საზოგადოება

კახა კალაძე - დიდგაბარიტიანი ავტობუსებისთვის სპეციალური საავტობუსო დერეფნები შეიქმნება

16.07.19 12:00


დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტობუსები შემოვა და მათთვის სპეციალური საავტობუსო დერეფნები შეიქმნება.

 

„დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება სპეციალური საავტობუსო დერეფნები და ავტობუსებს კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი მიენიჭებათ ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში. ამ ტიპის სწრაფად მოძრავ ავტობუსებთან წვდომის საშუალება მცირე ზომის ავტობუსებთან ერთად იქნება მიკროავტობუსები,“ - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, სიმართლესთან ახლო არაა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში.

 

„სიმართლესთან ახლო არაა, რომ თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. რაც შეეხება მათი ინტეგრირებას ერთიან სატრანსპორტო ქსელში, ამას მთელი რიგი სამუშაოები სჭირდება, ვინაიდან ეს არის კერძო კომპანია, რომელზეც ნებართვები გაიყიდა ჯერ კიდევ 2011 წელს და ამ კომპანიასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. მინდა გითხრათ, რომ ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის თვითონ მიკროავტობუსების პარკის სრულებით განახლება, რომელზეც ვმუშაობთ და ამ მოლაპარაკების შედეგებს ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას,“ - აღნიშნა კალაძემ.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები